აქტუალური
გრიგორი კარასინი: „ყველას ავიწყდება, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილი აღარ არის!“

1-karathinსაქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი უკმაყოფილოა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ფილიპ ლეფორის განცხადებით, სადაც მან რუსეთს შეახსენა, რომ ფედერაცია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ასრულებს. სერგეი ლავროვის მოადგილემ ჟენევის მოლაპარაკებათა ერთ-ერთი თანათავმჯდომარის განცხადებას „მიკერძოებული" უწოდა.

„გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არადიპლომატიური გამონათქვამები, რომლებიც მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილის მხარდაჭერისკენაა მიმართული, მოლაპარაკებათა პროცესს ხელს არ უწყობს. ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ ბატონი ლეფორი თანათავმჯდომარეების მისიის კომპრომეტირებას ახდენს", - განაცხადა კარასინმა და აღნიშნა, რომ რატომღაც ყველას "ავიწყდება", რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილი უკვე აღარ არის.