აქტუალური
დიდი პოლიტიკა: მარგველაშვილის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე სააკაშვილმა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოებით ათასზე მეტი პირი დააჯილდოვა

1-akt-1-dajildovdnenსაქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. დავით აღმაშენებლის ორდენით დაჯილდოვდნენ: ლევან ვარშალომიძე და გიორგი უგულავა.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადაეცა: დავით ბაქრაძესთბილისის ვიცე-მერ დავით ნინიძეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილ და მუსიკოს ნიაზ დიასამიძე.

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი გადაეცა: სსიპ- სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ ყოფილ დირექტორს რევაზ ჭარბაძეს.

ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენებით დაჯილდოვდნენ აგრეთვე ამერიკელი გენერალი დევიდ პეტრეუსი და ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი.

ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ:  იტალიის რესპუბლიკის ბირთვული ნაციონალური ენერგიის ცენტრი „სერნის“ ექსპერიმენტატორი, ფიზიკოსი თეიმურაზ ლომთაძე, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სოფიო მოსიძე და საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის გენერალური პროდიუსერი დონარა (დოდო) შონავა.

რუსთაველის პრემია სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ქართველ მომღერალს, პედაგოგსა და ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებულ ჰამლეტ გონაშვილს.

თამარ მეფის ორდენებით დაჯილდოვდნენ: ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი, ტელეკომპანიის TV-3-ის თოქშოუ „დიდი პოლიტიკის“ ავტორი და წამყვანი ინგა გრიგოლია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოქშოუ „პოზიციის“ ავტორი და წამყვანი ნინო შუბლაძე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თოქშოუ „პროფილის“ ავტორი და წამყვანი მაია ასათიანი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობი თოქშოუ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ ავტორი და წამყვანი ნანა ჟორჟოლიანი.

წმინდა ნიკოლოზის ორდენით დაჯილდოვდნენ „თი-ბი-სი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ელგუჯა გოცირიძე.

წმინდა ნიკოლოზის ორდენები გადაეცათ სასულიერო პირებს: დეკანოზ მიქაელს (მაჟარა ასათიანი); ბათუმის, ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტს, მეუფე დიმიტრის; საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილს; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე აბრამს (ამირან გარმელია).

ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი.

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენები გადაეცათ დსთ-ის სახელმწიფოთა ლიდერებს.