პოლიტიკა
ბარაქ ობამა: „მხურვალედ ვულოცავ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მისი ინაუგურაციის დღეს!“

1-obama-congratsსაქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში ამერიკის საელჩო გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ ბარა ობამას განცხადებას ავრცელებს.

„ამერიკელი ხალხის სახელით ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ვინაიდან ისინი ზეიმობენ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას, რაც საპრეზიდენტო ძალაუფლების გადაცემის მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგია. მხურვალედ ვულოცავ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მისი ინაუგურაციის დღეს. დღემდე განვლილ გზაში, ბოლო ოცი წლის განმავლობაში თავისი წვლილი შეიტანა ბევრმა შესანიშნავმა პოლიტიკურმა ლიდერმა. მათ შორის მიმავალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლებმაც სასიცოცხლო როლი ითამაშეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის დახმარებით. ჩვენ ვაფასებთ ამ ორი ლიდერის მიღწევებს, რომლებიც მათ თავიანთი მმართველობის ვადის განმავლობაში განახორციელეს და იმედს გამოვთქვამთ, რომ ვითანამშრომლებთ მათ მემკვიდრეებთან, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ღრმა და ძლიერი კავშირი, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 20 წელზე მეტი ხანია არსებობს. საქართველო აგრძელებს წარმატებების მიღწევას დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. მე მივმართავ, მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ერთად ითანამშრომლონ და გააგრძელონ მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა გაამყარონ ეს მიღწევები", - ნათქვამია ბარაქ ობამას განცხადებაში.