პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ ბრძანებას მოაწერა ხელი და ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

1-pol-3-moaweraსაქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, ინაუგურაციის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის რანგში პირველ ბრძანებას მოაწერა ხელი.
საქართველოს პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას ახალი მთავრობის დამტკიცებამდე მოვალეობის შესრულება დააკისრა. ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრა გამართა ეუთოს გენერალურ მდივან ლამბერტო ზანიერისთან.
ეუთოს გენერალურმა მდივანმა გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და საქმიანობაში შემდგომი წარმატებები უსურვა. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ეუთოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის.