საზოგადოება
საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლიტვის პრეზიდენტ დალია გრიბაუსკაიტესთან შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადესთან გამართა შეხვედრა. გიორგი მარგველაშვილი აგრეთვე უკრაინის ვიცე-პრემიერ ოლექსანდრ ვილკულს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის ფართო სპექტრი. უკრაინის ვიცე-პრემიერმა პირადად მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება და აღნიშნა, რომ უკრაინა, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებს.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ ორმხრივ აქტუალურ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას ეკონომიკურ სფეროში.
![]() |