სამართალი
საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის შეხვდა. აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის დელეგაციასთან. მხარეებმა ორი ქვეყნის მრავალმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი გაწეული დიდი დახმარებისთვის და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
![]() |
![]() |
![]() |