აქტუალური
სოჭში 21-25 ნოემბერს ამიერკავკასიის რესპუბლიკების ახალგაზრდა ჟურნალისტთა რეგიონული სკოლა ჩატარდება

1-ak-soWSiსაქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. 21 ნოემბერს ქ. სოჭში მუშაობს იწყებს ამიერკავკასიის რესპუბლიკების ახალგაზრდა ჟურნალისტთა რეგიონული სკოლა, რომელიც პროექტ “ჟურნალისტური ხელოვნების სკოლის” პირველ ეტაპს შეაჯამებს. პროექტი 2012-2013 წლებში აფხაზეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში და სამხრეთ ოსეთში განხორციელდა.

სკოლის მსმენელები - ამიერკავკასიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები და, აგრეთვე, მათი რუსი კოლეგები - მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასებში და ტრენინგებში ცნობილი რუსი ჟურნალისტების და მედიას წარმომადგენლების ხელმძღვანელობით, რომელთა შორის არიან ლევ როსოშიკი, კირილ პრივალოვი, ოლგა პესკოვა.

ღონისძიების პროგრამით აგრეთვე გათვალისწინებულია პრეს ტური ოლიმპიურ პარკში და ოლიმპიადის სხვა ობექტებზე, შავიზღვისპირეთის მკვიდრი მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილების მონახულება, ინტერვიუ ქალაქ სოჭის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან.

22 ნოემბერს რეგიონული სკოლის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა “თანამედროვე რუსეთი: ერთიანობა ოლიმპიური სოჭის მრავალფეროვნებაში”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ რუსი ექსპერტები, ადიღეური ორგანიზაციების, ქ. სოჭის დიასპორული გაერთიანებების ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სირიელი ჩერქეზების რიცხვიდან და რუსეთის სამხრეთის მედიასაზოგადოებების წარმომადგენლები.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმისაგან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ჟურნალისტი ნატალია წერეთელი.