აქტუალური
დავით ბეჟუაშვილმა „ნაცმოძრაობა“ დატოვა

davit-bejuashviliსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის დასრულებისთანავე ქართველმა ბიზნესმენმა დავით ბეჟუაშვილმა საპარლამენტო უმცირესობა - „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და უფრაქციო დეპუტატებს შეუერთდა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დავით ბეჟუაშვილი  1999 წელს პარლამენტში მაშინდელი მმართველი პარტიის, „მოქალაქეთა კავშირის“ მაჟორიტარ დეპუტატად შევიდა; 2004, 2008 და 2012 წლებში კი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის სტატუსით.

 

დავით ბეჟუაშვილი გელა ბეჟუაშვილის უმცროსი ძმაა, რომელსაც ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში მაღალი თანამდებობები ეკავა საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში, ვარდების რევოლუციის შემდეგ კი დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა.

დავით ბეჟუაშვილის მიერ „ნაცმოძრაობის“ დატოვების  შემდეგ საპარლამენტო უმცირესობა 51 დეპუტატამდე შემცირდა. ბოლო ერთი წლის მანძილზე „ნაციონალებს“ უკვე 14 დეპუტატი განუდგათ.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციურ ფრაქციას კიდევ ერთი მილიონერი კობა ნაყოფიაც ტოვებს.

დეპუტატები, რომლებმაცნაცმოძრაობა” დატოვეს: 

კახა ოქრიაშვილი (დმანისი) - დამოუკ. მაჟორიტარები

გოდერძი ბუკია (ხობი) - დამოუკ. მაჟორიტარები

გოგი ლიპარტელიანი (ლენტეხი) - დამოუკ. მაჟორიტარები

სერგო ხაბულიანი (ცაგერი) - დამოუკ. მაჟორიტარები

ენზელ მკოიანი (ნინოწმინდა) - დამოუკ. მაჟორიტარები

გიორგი გოზალიშვილი (ლაგოდეხი) - დამოუკ. მაჟორიტარები

რევაზ შავლოხაშვილი (წალკა) – ოცნება კონსერვატორები

გოჩა ენუქიძე (ამბროლაური) - უფრაქციო

იაშა შერვაშიძე (ქედა) - უფრაქციო

მარიკა ვერულაშვილი (ყვარელი) - უფრაქციო

გიორგი ფეიქრიშვილი (გარდაბანი) - უფრაქციო

გურამ მისაბიშვილი (სენაკი) - უფრაქციო

ანზორ ბოლქვაძე (ხულო) - უფრაქციო

დავით ბეჟუაშვილი (თეთრიწყარო) - უფრაქციო