სამართალი
მართვის მოწმობებზე სისხლის ჯგუფი და რეზუსი აღინიშნება

mowmobaსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობებზე, მოქალაქეების სურვილის მიხედვით, სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დატანას იწყებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე დღეს, სისხლის ბანკის თანადგომით, სისხლის კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა, სადაც სისხლის ჯგუფისა და რეზუსის მითითების ყველა მსურველს აღნიშნული კვლევა ადგილზე ჩაუტარდება. ხოლო ყველა იმ პირს, ვინც სურვილს გამოთქვამს გახდეს სისხლის დონორი და დაეხმაროს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, შესაძლებლობა ეძლევა სრულიად უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა.

დღეიდან მართვის მოწმობაში დატანილი იქნება სისხლის ჯგუფი და რეზუსი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ ავტოკატასტროფის შემთხვევაში მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია თავისი სისხლის რეზუსის და ჯგუფის შესახებ. ხშირ შემთხვევაში, ამის დადგენაზე დრო იკარგება და ლეტალურად მთავრდება. უმნიშვნელოვანესია ის, რომ ადამიანები, რომლებიც განახორციელებენ უანგარო დონაციას, მიიღებენ მონაწილეობას აქციაში - "გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე", რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ეს სისხლი მოხმარდება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს", - განაცხადა  იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სისხლის ბანკის და სამედიცინო დირექტორმა თამთა დემურიშვილმა.

მართვის მოწმობაში მფლობელის სისხლის ჯგუფის ასახვა ნებაყოფლობითია.