სამართალი
საქართველოს პრეზიდენტის 19 ნოემბრის განკარგულებით, გამოცხადდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევი ღია კონკურსი ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე

samart-2-konkursსაქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნა ოთხკაციანი კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები: სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსი დავით უმეკაშვილი.

ვაკანტურ ადგილზე საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა  კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა.

განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან ორ დღეში გამოქვეყნდება კანდიდატთა სია.  ერთ ვაკანსიაზე კომისია შეარჩევს არა ნაკლებ ორ და არა უმეტეს სამ კანდიდატს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს, რის შემდეგაც, 7 დღეში, საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევის შესახებ და შერჩეულ ორ კანდიდატს  წარუდგენს პარლამენტს.