პოლიტიკა
საქართველო, 21 ნოემბერი, საქართველო. 2013 წლის 20 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას ირაკლი ღარიბაშვილის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ.
„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს ახალი მთავრობის თითოეულ წევრს იმ დიდ ნდობას, რაც მათ ქვეყნის პარლამენტმა გამოუცხადა.
ვუსურვებ ახალ აღმასრულებელ გუნდს წარმატებებს ქვეყნის წინსვლისა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის საქმიანობაში“, - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.