აქტუალური
დავით საყვარელიძე: „მთავრობა პოლიტიკურ ნარცისიზმს მიეცა“

davit-sayvarelidzeსაქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ახალი მთავრობა ყველა პირობას შეასრულებს და მინისტრთა კაბინეტის წევრები გამოცხადებულ ნდობასაც სრულად გაამართლებენ. განსხვავებულად ფიქრობენ უმცირესობაში. “ნაცმოძრაობის” წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ ახსენებენ შეუსრულებელ დაპირებებსა და ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს.

„მთავრობა, სამწუხაროდ, მიეცა ერთგვარ პოლიტიკურ ნარცისიზმს და მათ ჰგონიათ და ცდილობენ, რომ ხალხი დააჯერონ, რომ ყველაფერი არის კარგად. მათ დაავიწყდათ თავიანთი დაპირებები, რომლებიც უხვად დაარიგეს სულ რაღაც ერთი წლის წინ. მათ დაავიწყდათ უგზოუკვლოდ დაკარგული 700 მლნ, რომელიც არ ფიგურირებს ამ ბიუჯეტში და ამბობენ, რომ არც იყო საჭირო, ყოფილიყო ეს ფულიო“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ - საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.