საზოგადოება
სტუდენტების დარბევის ფაქტი ჯერაც გამოუძიებელია

batumis-univer2როგორც საქინფორმის კორესპონდენტმა ბათუმიდან გვაცნობა, დღეს ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობამ და „ხალხის პარტიამ“ უნივერსიტეტის წინ ბრიფინგი გამართეს და 2007 წლის 8 ნოემბერს სტუდენტთა დარბევის ფაქტები გაიხსენეს.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის ყველა უნივერსიტეტის სტუდენტობამ აქცია მოაწყო.

ისინი მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სტუდენტები დაარბიეს. სპეცრაზმელებმა მათ წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამ დარბევის შედეგად უამრავი სტუდენტი გაზით მოიწამლა, მათ შორის იყო 22 წლის ორსული თამთა ბაჯელიძე.

„ხალხის პარტიის“ ბათუმის ოფისის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით პარტიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც დღემდე არ განხილულა.