საზოგადოება
საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი ფარცხალაძის დანიშვნის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა. როგორც ცნობილია, ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი პროკურატურის თანამშრომლებს გუშინ დაემშვიდობა.
თანამდებობიდან გადადგა თბილისის პროკურორი მაია მწარიაშვილიც, რომლის განცხადება გადადგომის შესახებ კბილაშვილმა 21 ნოემბერს დააკმაყოფილა.