პოლიტიკა
სააკაშვილი: “არ არსებობს უფასო ლანჩი და არავითარ შემთხვევაში არც ტკბილი რუსეთი! ივანიშვილი ციხეში ან დევნილობაში მხედავს!”

polit-1-new-yorkსაქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. გამოქვეყნდა საქართველოს ექსპრეზიდენტის ინტერვიუ The New York Times-ის კორესპონდენტ დევიდ ჰერშენჰორნთან, რომლის რამდენიმე ფრაგმენტზე საქინფორმი მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს.

“...აი, რა გვესმის ჩვენი ვაშინგტონელი მეგობრებისგან: “თქვენ შესანიშნავი ბიჭები ხართ, მოგვწონხართ, შესანიშნავი გადასვლა იყო დემოკრატიაზე, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა, დიდი მიღწევები და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა უამრავი სხვა საზრუნავი გვაქვს. მხარს გიჭერთ. მომავალშიც მხარს დაგიჭერთ. მაგრამ განა რისი გაკეთება შეგვიძლია?”

...პრემიერ-მინისტრი ციხეში ან დევნილობაში მხედავს. შევეცდები, ვიბრძოლო იმისთვის, რომ მოვიპოვო თავისუფლება ჩემს საკუთარ ქვეყანაში.

...როგორ ვისურვებდი, რომ თავდაცვაზე მილიარდით ნაკლები დაგვეხარჯა, განათლებაზე კი - მილიარდით მეტი. ეს გაცილებით სერიოზული თავდაცვა იქნებოდა, ვიდრე მთელი ამ შეიარაღების შეძენა, რომელიც მაინც უსარგებლოა, როდესაც საქმე რუსეთთან კონფლიქტამდე მიდის”.

სააკაშვილი ინტერვიუს ამთავრებს სამი რჩევით საქართველოს ახალ ხელისუფლებას:

“მათ სამი რამ უნდა დაიმახსოვრონ: 1. ცვლილებები უნდა მოხდეს ინსტიტუტებისა და არჩევნების გზით; 2. ყველაფერს თავისი საფასური აქვს (უფასო ლანჩი არ არსებობს); 3. არცერთ შემთხვევაში არ არსებობს სასიამოვნო (ტკბილი) რუსეთი”.

ცნობისათვის: ინტერვიუ ჩაწერილია 2013 წლის 15 ნოემბერს - სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო დღეს, ხოლო გამოქვეყნდა 17 ნოემბერს - საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის დღეს, როდესაც სააკაშვილი ოჯახთან ერთად უკვე ჰოლანდიაში იყო, თავისი მეუღლის სანდრა რულოვსის მშობლების სახლში, სადაც ქართულ მართლმსაჯულებას ემალება.