პოლიტიკა
მაკკეინი: “არ შეიძლება, ითქვას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა ყოველთვის საუკეთესოები იყვნენ. ჩვენ ვაღიარებთ მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს”

pol-2-makkeinსაქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ვაშინგტონში, მარშალის ფონდის ცენტრალურ ოფისში, გაიმართა შეხვედრა, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენების ანალიზს მიეძღვნა. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის სენატის, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები და ევროპელი დიპლომატები. თბილისიდან მომხსენებლებად მიწვეული იყვნენ კახა ბენდუქიძე და გია ნოდია. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე  საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი.

სენატორმა ჯონ მაკკეინმა სიტყვით გამოსვლისას, კერძოდ, აღნიშნა:

არ შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა ყოველთვის საუკეთესოები იყვნენ. ჩვენ ვაღიარებთ მათ მიერ დაშვებულ შეცდომებსაც, და "ვარდების რევოლუციი" შემდეგ 10 წლის მანძილზე ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა ცვლილებებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. გასაგებია, რომ მათი მოლოდინი ახალი მთავრობის მიმართ ისეთი მაღალია, როგორც არასდროს, და ასეც უნდა იყოს, რადგან საქართველოს ისევ რჩება პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები, და ქვეყნის დემოკრატიისა და ეკონომიკური რეფორმებისთვის კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები ისეთი არ არის, როგორსაც, ჩვენი აზრით, ქართველი ხალხი ელოდა და იმსახურებდა. მთავრობის ზოგიერთი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის დაკავება და გასამართლება შერჩევითი და პოლიტიკურად მოტივირებული ჩანს. სამართლიანობა უნდა აღდგეს და კანონი დაცული იყოს, თუმცა სამართლიანობის აღდგენამ უნდა გააძლიეროს დემოკრატია და კანონის უზენაესობა, მან ზიანი არ უნდა მიაყენოს ამ პრიორიტეტებს", - განაცხადა მაკკეინმა.

საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავის გვერდზე Facebook-ში მაკკეინის თითქმის მთელი გამოსვლა განათავსა, მაგრამ ეს ფრაგმენტი “რატომღაც” გამოტოვა”.