სამართალი
„სალფორდ ჯორჯიას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

dakavebuliგიორგი გიგინეიშვილთან ერთად ამავე ბრალდებით დაკავებულია ანდრია აბაშიძე.

მათ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9 წლამდე. სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა გამოძიებას 27 დეკემბრამდე მისცა.

სასამართლო პროცესი 27 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება.

როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, გიორგი გიგინეიშვილის ინტერესებს ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი, ანდრია აბაშიძის ინტერესებს კი ცოტნე შონია დაიცავენ.

„სალფორდ ჯორჯია“ არის დამოუკდებელი კერძო ინვესტიციებისა და კაპიტალის მართვის საერთაშორისო კომპანია, რომელსაც ოფისები აქვს ლონდონში, მოსკოვში, კიევში, ბელგრადში, თბილისში. ამ კომპანიის ერთ-ერთი კლიენტი იყო ბადრი პატარკაციშვილიც.