სამართალი
ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს

sam-2-mt-ordeniსაქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს. ჯილდო ყოფილ პრემიერ–მინისტრს მსოფლიო იურისტთა ასოციაციის დელეგაციამ გადასცა. დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ცნობილაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენტი კიმ კორლი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი აშშ-ში ბენ გრიფიტი, აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ევდოკიმოვი.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს ბიძინა ივანიშვილს მიღებისათვის, მისი ღვაწლისათვის მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისა და განვითარების საქმეში.

თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა მსოფლიო იურისტთა ასოციაციის წევრებს და აღნიშნა, რომ ადამიანისთვის სამართლიანობა უმთავრესი უნდა იყოს.

sam-2-qv-ordeni