აქტუალური
თეა წულუკიანს ახალი პირველი მოადგილე ეყოლება

1-culukiani-teaსაქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, რომელიც მან მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ  გააკეთა, მისი პირველი მოადგილის თანამდებობაზე დავით ჯანდიერს ალექსანდრე ბარამიძე შეცვლის. "საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარვუდგინე ჩემი მოადგილეების განახლებული გუნდი. პირველ მოადგილედ შევთავაზე სანდრო ბარამიძის კანდიდატურა. ბატონები გოჩა ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბურჭულაძე ასევე გააგრძელებენ საქმიანობას და ისინი წარდგენილი არიან მოადგილის თანამდებობაზე. მეოთხე მოადგილის ადგილზე კი პრემიერს შევთავაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძე. ეს ის გუნდია, ვისთან ერთადაც მესახება გავაგრძელო სერიოზული საქმის კეთება, რაც უკვე ხელმეორე ნდობის გამოცხადებით დაგვავალა პარლამენტმა და პრემიერ-მინისტრმა", - განაცხადა თეა წულუკიანმა, რომლის განმარტებითაც, ჯანდიერის საქმიანობის შეფასების შემდეგ გადაწყვიტა, რომ ის პირველი მოადგილე აღარ ყოფილიყო.

„ბოლო წელი ერთად ვიმუშავეთ და ეს იყო ყველასთვის გამოცდა გამძლეობაში, სერიოზულობასა და საქმისადმი სწორ მიდგომაში. ამ საქმეების შეფასების შედეგად გადავწყვიტე, რომ ის პირველი მოადგილე არ იყოს", - აღნიშნა წულუკიანმა.