აქტუალური
რიჩარდ ნორლანდმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა
Rariba-norlandსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა, - ინფორმაციას ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრა სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა, სადაც რიჩარდ ნორლანდმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ელჩს საქართველოს მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეებმა საქართველო-ამერიკას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვეს.