სამართალი
თბილისის პოლიციის უფროსად გიორგი დალაქიშვილი დაინიშნა

dalakiSviliსაქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად გიორგი დალაქიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის თბილისის სამმართველოს უფროსად მუშაობის დროს დალაქიშვილს მისი მოადგილის ადგილი ეკავა.

გიორგი დალაქიშვილი 1982 წლის 10 ივნისს დაიბადა, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.