სამართალი
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზა დაათვალიერეს

samart-2-taiexსაქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ორდღიანი კონფერენციის – „გამოცდილების გაზიარება საქმიანობის პრიორიტეტულ ასპექტებზე“ – დასასრულს სხვადასხვა ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების ხელმძღვანელებმა და ამ სფეროს ექსპერტებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზა დაათვალიერეს და საჩვენებელ ღონისძიებას დაესწრნენ.

დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს ევროპაში აპრობირებული, საგანგებო სიტუაციების მართვის სხვადასხვა მექანიზმის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

კონფერენცია „გამოცდილების გაზიარება საქმიანობის პრიორიტეტულ ასპექტებზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტის ინიციატივითა და ევროკომისიის ხელშეწყობით, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში ჩატარდა.