სამართალი
შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

samart-3-prestuplenieსაქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ამირან გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 12 აბი სუბოქსინი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,096 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.