აქტუალური
ირაკლი ალასანია: „შეუქცევადი ხდება საქართველოს გაწევრიანება ნატოში“

alasania-akt-1საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. მოწინააღმდეგეების მხრიდან გადადგმული ვერანაირი ნაბიჯი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ვერ შეაფერხებს და თუ ამას ვინმე გააკეთებს, საუბრის ტონიც და დღის წესრიგიც შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს სამხედრო ქალაქში ჯარისკაცებისთვის ბინების გადაცემის შემდეგ განუცხადა.

„ევროკავშირი არა მხოლოდ ეკონომიკური წინსვლაა, არამედ თავდაცვის უსაფრთხოების გარანტიცაა. ითქვა და მე გავიმეორებ, შეუქცევადი ხდება საქართველოს გაწევრიანება ნატოში, ეს არის ის სიგნალი, რომელიც უნდა მივცეთ  ჩვენს მოკეთეებსა და პირველ რიგში მოწინააღმდეგეებს. ისინი დაინახავენ, რომ ვერანაირი ნაბიჯი, მათი მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული, ამას ვერ შეაფერხებს და სწორედ აქედან გამომდინარე, საუბრის ტონიც და დღის წესრიგიც შეიცვლება მათთან მიმართებაში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.