სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

sam-1-iaraRiსაქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ცაგერის რაიონის სოფელ ზუბში ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლიდან კუსტარულად დამზადებული 5,6 მმ კალიბრის პისტოლეტი და 15 ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1–ლი ნაწილით).