აქტუალური
შტეფან ფულე: „ქართველ ხალხს შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“

1stefan_fueleსაქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ქართველ ხალხს შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ ვილნიუსში განაცხადა.

"სამიტზე ნათლად დაფიქსირდება საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, მოხდება ასოცირების ხელშეკრულების ინიცირება, რომლის მეორე ნაწილი მომავალ წელს იქნება. საქართველო სამეზობლო პოლიტიკის სხვა ქვეყნებთან ერთად იქნება ევროპის პარტნიორი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. საქართველოს შეუძლია, ჰქონდეს ძალიან ბევრის მოლოდინი, ხოლო ქართველ ხალხს - ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი. საქართველოს, ამ ლამაზი ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირისკენ კიდევ უფრო იზრდება", - აღნიშნა ფულემ.