აქტუალური
დავით ნარმანიას მოადგილეები გიორგი ამაშუკელი და გიორგი სოლომონია გახდნენ

1aqt-1-narmaniebiსაქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა ბრძანებებს, რომლებითაც მინისტრის მოადგილეებად გიორგი ამაშუკელი და გიორგი სოლომონია დაინიშნენ.

გიორგი ამაშუკელი 2013 წლის იანვარ-მაისში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე იყო; 2013 წლის აგვისტოდან კი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.

გიორგი სოლომონია - 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთის ბრძოლების მონაწილე, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, სახელმწიფო სპეციალური წოდებით - ვიცე-პოლკოვნიკი, 2009-2012 წლებში  იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მთავარი ინსპექტორი; 2012 წლის დეკემბრიდან დღემდე იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე.

გარდა ორი მოადგილისა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილედ გასულ კვირას კვლავ თენგიზ შერგელაშვილი დაინიშნა.