აქტუალური
კახა კუკავა: “წულუკიანი და ნარმანია ირაკლი ღარიბაშვილს საბოტაჟს უწყობენ”

1-tavisuf-saqartveloსაქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს პარლამენტში ინიცირებული თვითმმართველობის კოდექსის პროექტი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის და მათი იდეოლოგიური მოკავშირეების მიერ არის შემუშავებული, ითვალისწინებს საქართველოს დაშლას ავტონომიურ ერთეულებად. იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ყველაზე მწვავედ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა დგას.

ამავდოულად, იუსტიციის მინისტრმა ღიად დაადასტურა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია აღარ შეიქმნება, რაც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე პირდაპირ უარს ნიშნავს.

საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ რესპუბლიკური პარტიის ინიციატივას წარმოადგენდა რეგიონული ენების შესახებ ქარტიის რატიფიცირება, რომელიც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კატეგორიული პოზიციის შემდეგ დროებით გადაიდო.

ამავდროულად ცალსახაა, რომ ეს ინიციატივები ასოცირდება ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან და აღიქმება მისი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებად, რაც იწვევს მისი კაბინეტის დისკრედიტაციას. ამდენად, მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, გამოხატოს საკუთარი პოზიცია ამ ორ ინიციატივასთან დაკავშირებით და დააყენოს დავით ნარმანიას და თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხი“.

კახა კუკავა
პარტიის თავმჯდომარე