აქტუალური
ირაკლი ღარიბაშვილი: „საქართველო ფსიქოლოგიურად არ არის მზად ევროპული ფასეულობების გასაზიარებლად“

1sam-3-roiteriსაქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მისწრაფებას მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია RT-ს ჟურნალისტ სოფო შევარდნაძისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 
ჩვენი წინაპრები და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ილტვოდნენ ევროპისკენ და ევროპული ცივილიზაციისკენ. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ იმ საქმეს, რაც ჩვენმა წინაპრებმა წამოიწყეს. ჩვენ დიდად გვიზიდავს ევროპული ღირებულებები“, - აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ ამის მიუხედავად, საქართველო ფსიქოლოგიურად არ არის მზად ევროპული ფასეულობების გასაზიარებლად.

„არ ვამბობ, რომ დღეს მზად ვართ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განვვითარდეთ. ბევრი გამოცდა გვაქვს ჩასაბარებელი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ სწორ გზას ვადგავართ. ამას თანმიმდევრულობა სჭირდება“, - განაცხადა მან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება.

„წავლენ მხოლოდ სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.