საზოგადოება
საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. აჭარაში ზღვის ღელვა გაძლიერდა და შტორმის სიმძლავრე ამ დროისთვის 5 ბალს აჭარბებს. ამის შესახებ სააგენტო"ინტერპრესნიუსი" იუწყება. ზღვის ტალღები გზის სავალ ნაწილამდე აღწევს. ძლიერი ღელვის გამო ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ზღვიდან ქვიშა გადმოიყარა.
აჭარის მსგავსად, ძლიერი ღელვაა ანაკლიასა და განმუხურში. აქაც ზღვის ღელვა 5 ბალს აღწევს. ძლიერი ღელვა და ქარი დღეს დილით დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის განცხადებით, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების შედეგად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდება. დაბლობში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, მთასა და მაღალ მთებში - თოვა და ქარბუქი.