პოლიტიკა
საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სუამის საპარლამენტო ასამბლეის კომუნიკეს მიესალმება:
ოკუპაცია, ახალი ბარიერების აღმართვა და სეპარატიზმის მხარდაჭერა სრულიად მიუღებელია 21-ე საუკუნეში. ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერებას ნებისმიერი სადავო და მტკივნეული საკითხის მოლაპარაკებების გზით დარეგულირებისათვის. სახელმწიფოთა სუვერენული უფლებაა, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები. ამ მიმართებით მათზე ზეწოლა სრულიად დაუშვებელია.
კიდევ ერთხელ მივესალმებით სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომის მონაწილეებს და ვადასტურებთ მხარდაჭერას იმ ინიციატივებისადმი, რომლებიც მიმართულია თანამშრომლობის გაღმავებისა და მშვიდობის განმტკიცებისადმი“.