საზოგადოება
საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს სამეფო სახლის ცნობით, 7 დეკემბრის ცერემონიალზე საქართველოს სამეფოს გვირგვინის ორდენის რაინდობა მიენიჭათ ქართული საზოგადოების ღირსეულ წარმომადგენლებს.
სამეფო ორდენის დიდი ოფიცრის კავალრობა მიენიჭა 1996-2003 წლებში საქართველოს შინაგანი ჯარების სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი შერვაშიძეს და ცნობილ ქართველ მწერალსა და ფილოლოგს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს ლაშა თაბუკაშვილს.