პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ახალი გუბერნატორები წარადგინა

gubernatorebiსაქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,
კახეთის გუბერნატორი იქნება ირაკლი შიოლაშვილი,
იმერეთის გუბერნატორი - ზაზა მეფარიშვილი
შიდა ქართლის გუბერნატორი - ზურაბ რუსიშვილი
ქვემო ქართლის გუბერნატორი - გიორგი მღებრიშვილი
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი - ლევან შონია
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი - ნუგზარ ყიფიანი
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი - აკაკი მაჭუტაძე
გურიის გუბერნატორი - გიორგი ჩხაიძე
რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორი - პარმენ მარგველიძე.
ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ გუბერნატორებს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი დაკისრებულ მოვალეობას ღირსეულად გაართმევენ თავს.

"თქვენ ხართ წარმომადგენელი მთავრობის და პრემიერ-მინისტრის თითოეულ რეგიონში. შესაბამისად, თქვენზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ რეგიონში, იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ სხვა პროექტები, განხორციელდეს წარმატებით, ეფექტურად და დროულად, რომ არ იყოს ჩამორჩენა. ადგილზე უნდა გაეცნოთ არსებულ პრობლემებს, რაც მთავარია, მოსახლეობის პრობლემებს. დღევანდელი მთავრობა ვართ მოსახლეობაზე და ადამიანებზე ორიენტირებული მთავრობა. ჩვენი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ადამიანი.

შესაბამისად, ჩემი მოწოდება არის, რომ 24-საათიან რეჟიმში იმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის", - მიმართა ღარიბაშვილმა ახალ გუბერნატორებს.