უკავშირდება თუ არა ოლანდის გადაწყვეტილება რუსეთში მიღებულ კანონს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ, ფაბიუსს არ დაუზუსტებია. ცნობილია, რომ საფრანგეთის ლიდერი აქტიურად უჭერს მხარს სექსუალურ უმცირესობებს და ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების ერთ-ერთი ინიციატორი იყო.
ოლანდამდე პედერასტების გამო ოლიმპიური თამაშებისთვის ბოიკოტის გამოცხადება გფრ-ის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა გადაწყვიტა (რომლის მშობლები გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის ერთ-ერთი პირველი წევრები იყვნენ), რომლის მაგალითს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში ვივიან რედინგმა მიჰბაძა. “რა თქმა უნდა, სოჭში არ ჩავალ, სანამ უმცირესობებს ისე ეპყრობიან, როგორც ეს რუსეთის ფედერაციის მოქმედ კანონმდებლობაში არის დაფიქსირებული”, - დაწერა რედინგმა Twitter-ში.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 2013 წლის ივნისის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ბავშვებში გეი-პროპაგანდის აკრძალვის შესახებ. მისი დარღვევისთვის დადგენილია 4 ათასიდან 1 მილიონ მანეთამდე ოდენობის ჯარიმა.