საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქინფორმის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თბილისის მერ გიგი უგულავაზე აღძრულ საქმეში, როგორც ჩანს, წარმოდგენილი იქნება ექსკლუზიური გარემოებები, რომლებიც მისი ხანგრძლივი პატიმრობის გარანტია იქნება.
თეიმურაზ უგულავა მჭიდროდ იყო დაკავშირებული სააკაშვილის ხელისუფლების ბიზნეს-პოლიტიკოსებთან, რომლებიც იარაღის გაყიდვის და გადაყიდვის ტიპის არცთუ ლეგალური ბიზნესით იყვნენ დაკავებული.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გიგი უგულავა თავისი ნათესავი-მოგვარის საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ ამისი დამტკიცება რთული იქნება, რადგან მეორე უგულავა - თეიმურაზი - წინა ხელისუფლებისგან ყველა უფლებით და შეღავათით სარგებლობდა. იმ ხელისუფლების მრავალპროფილიანი სახე კი სიმპათიური გიგის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.
თუკი თბილისის მერს ამ დღეებში დააპატიმრებენ (ეს კი სავსებით რეალურია, ის დღეს უკვე გამოძახებულია დაკითხვაზე და უწყებას ხელი მოაწერა), პროცესმა შესაძლოა სრულიად მოულოდნელი შემობრუნება მიიღოს, საერთაშორისო მნიშვნელობამდეც კი, რადგან ისრაელის მოქალაქე, ბიზნესმენი არკადი გაიდამაკი, რომელიც ანგოლაში იარაღის უკანონო გაყიდვასთან დაკავშირებული საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალის “ანგოლაგეიტის” საქმეზეა მსჯავრდებული, მართალია, ცოტა ხნით, მაგრამ ტყუილად როდი “შეყოვნდა” შვეიცარიის ციხეში, ხოლო ისრაელის მოქალაქეს, საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილს დღემდე “აყოვნებენ” იმავე საკითხზე და მათმა ჩვენებებმა მალე შესაძლოა გარკვეული შედეგები გამოიღოს.
გაგრძელება იქნება