პოლიტიკა
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „ჟენევის დისკუსიებზე საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე მუშაობა დაბლოკა“

mid-RFსაქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. ჟენევის დისკუსიებზე საქართველომ რუსეთის მოთხოვნა ძალის გამოუყენებლობის შესახებ არ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავაგრძელეთ რუსეთის ინიციატივის განხილვა, რომელიც ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს ძალის გამოუყენებლობას ავალდებულებს. საქართველოს მხარე არ აღმოჩნდა მზად ამ დოკუმენტის ხელმოწერისთვის და დაბლოკა მუშაობა ამ დოკუმენტზე. თავის მხრივ, დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ამ თემაზე კომპრომისული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე ილაპარაკეს და მომავალ შეხვედრაზე კომპრომისული შესაძლებლობის მონახვის პირობა დადეს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, შეხვედრაზე მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის გაგრძელებას. გამოითქვა საერთო აზრი, რომ გამყოფ ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები ერთობლივად უნდა მოგვარდეს.

ჟენევის დისკუსიების მორიგი შეხვედრა 2014 წლის მარტში შედგება.