პუბლიკაციები
საქართველო ევროპაში მიდის: “ევროკავშირის მოთხოვნით, ლატვიაში დაიხურა ყველა შაქრის ქარხანა და უმსხვილესი მანქანათმშენებელი წარმოება “რიგასელმაშ”, ხოლო საგარეო ვალი, რომელიც სსრკ-ს დროს ნულის ტოლი იყო, დღეს 7 მილიარდ ევროს შეადგენს”

an-12-pravo-3საქართველო, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ევროკავშირში შესვლისას ლატვიამ ყველა შაქრის ქარხანა დაკარგა. ასეთი სამი იყო - ლიეპაეში, ეკაბლილსში და ელგავაში, ისინი მთლიანად ფარავდნენ შიდა ბაზარს და მათზე 330 გლეხური მეურნეობა მუშაობდა. 2006 წელს ევროკავშირში შაქრის წარმოების დარგის რეფორმა დაიწყო მესამე ქვეყნებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის და შიდა ბაზარზე შაქარზე ფასის დაწევის საბაბით. შედეგად რეფორმამდე შაქარს ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 23-ში აწარმოებდნენ, ახლა კი დახურულია ყველა ქარხანა ლატვიაში, პორტუგალიაში, ირლანდიაში, ბულგარეთსა და სლოვენიაში. ევროკომისიამ დაადგინა - 2015 წლამდე ლატვიაში შაქრის ქარხნების გამოჩენა გამორიცხულია.

სსრკ-ში ლატვია ინდუსტრიული ქვეყანა იყო, მაგრამ ქალაქ ლივანას მაგალითზეშეგვიძლია ვნახოთ, რა დარჩა მისი მრეწველობიდან. აქ დაიხურა სსრკ-ში მხატვრული მინით განთქმული “ლივანური მინის” ქარხანა, მხოლოდ მუზეუმი დარჩა. დახურეს აგრეთვე არა ნაკლებ განთქმული სახლთმშენებელი ქარხანა, სადაც ხუთოთახიან ფინურ სახლებს აწყობდნენ. რიგაში მიმდინარეობს ქაღალდის ფაბრიკის (ევროკავშირის ეკონორმებში არ თავსდება) და ლატვიის სსრ-ში ერთ-ერთი უმსხვილესი მანქანათმშენებლი საწარმოს “რიგასელმაშის” (არაკონკურენტუნარიანი აღმოჩნდა) დემონტაჟი. სხვათაშორის, ლატვიის საგარეო ვალი 1991 წელს ნულის ტოლი იყო, ახლა კი 7 მილიარდ ევროს შეადგენს (2013 წლის მარტის მდგომარეობით).