სამართალი
თურქეთში ქართველი ქალები დააკავეს

arrested-womenთურქეთის პოლიციამ ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის ბრალდებით სამი ქართველი ქალი დააკავა. სპეცოპერაცია პროვინცია ადანაში ჩატარდა. ცნობილია მხოლოდ დაკავებულების სახელები და პროფესიები.

მათ შორის ერთ-ერთი, ირინა, ადვოკატია; მეორე, ანა - დიზაინერი; ხოლო მესამე ქართველი ქალბატონი, როგორც ირკვევა, ქირურგია, სახელად დალი და იგი თურქეთის მოქალაქეა. დაკავებულია თურქი პროკურორიც, რომელიც, პოლიციის ინფორმაციით, მათი სუტინიორი იყო. მან ქალბატონი დალი ათი წლის წინათ თურქეთში მოტყუებით ჩაიყვანა და პროსტიტუციას აიძულებდა.

გამოძიების ცნობით, 35 წლის ირინა და 20 წლის ანა თურქეთში 1 კვირის წინათ ჩავიდნენ, მათი დეპორტაცია უახლოეს დღეებში მოხდება.