პოლიტიკა
ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი: “მოლდოვასა და საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას არა უგვიანეს მომავალი წლის აგვისტოში მოეწერება ხელი”

Unn-pol-2საქართველო, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეი აღნიშნა საქართველოსთან და მოლდოვასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვის მზადების პროცესის დაჩქარება და განაცხადა, რომ ეს, ყველაზე გვიან, მომავალი წლის აგვისტოში მოხდება. ამის შესახებ მან ბრიუსელში 19-20 დეკემბერს ჩატარებული სამიტის შედეგების შემაჯამებელ გამოსვლაში  განაცხადა, - იუწყება УНН ევროკავშირის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

უკრაინელების პროევროპულ განწყობაზე ლაპარაკისას, რომლებიც თითქმის ერთი თვეა მაიდანზე მიტინგს მართავენ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ აღნიშნა, რომ ამ მისწრაფებას მოლდოვას და საქართველოს ხალხებიც იზიარებენ. საქართველოს და მოლდოვას ხალხები იზიარებენ მისწრაფებას, დაუახლოვდნენ ევროკავშირს. ევროპის საბჭომ ამ დილით ხაზი გაუსვა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნებს მათ არჩევანში და, ასევე, მზად ვართ, დავაჩქაროთ მათთან შეთანხმებების ხელმოწერა, ყველაზე გვიან, მომავალი წლის აგვისტოში”, – ნათქვამია ვან რომპეის განცხადებაში.