პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: “ევროპული” საქართველოს პირველი სიკეთეები - მეგრელების მერე ავტონომიას სომხები ითხოვენ, ანუ რატომ არიან ქართველები ყველაზე დიდი ევროპელები მსოფლიოში...

javaxk-pol-3საქართველო, 24 დეკემბერი, საქინფორმი. პატივცემულო მკითხველო! საქინფორმი და მისი მთავარი რედაქტორი, პოლიტოლოგი არნო ხიდირბეგიშვილი არაერთხელ გაფრთხილებდათ “სიკეთეებზე”, რომლებიც უხვად დაებერტყება საქართველოს ევროკავშირთან მისი ასოციაციის, ანდა შემდგომი გაწევრების შემთხვევაში. სწორედ გუშინ, პუბლიკაციით “ევროპული ოცნება”, დასრულდა 5 მასალისგან შემდგარი სერია ამ თემაზე, რომელთაგან ერთ-ერთში - “რუსეთი ოკუპანტი არ არის! საქართველო არა მარტო საბოლოოდ დაკარგავს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, არამედ სამცხე-ჯავახეთს, სამეგრელოს, ქვემო ქართლსა და აჭარასაც” - მე ვაფრთხილებდი: “ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ჩვენ, ევროქართველები, არა მხოლოდ საბოლოოდ დავკარგავთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, არამედ სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთს, აჭარას და ქვემო ქართლსაც! სომეხი კინტოების ცეკვა “შალახოს” თანხლებით ევროპასთან “პარაფირებული” საქართველო უკვე დღეს იძულებულია რატიფიცირება გაუკეთოს რეგიონული ენების (ანუ უმცირესობათა ენების) ევროპულ ქარტიას, რომელსაც 1999 წლის აპრილში, ევროპის საბჭოში შესვლისას მოაწერა ხელი. რის შემდეგაც მეგრული, სომხური და აზერბაიჯანული ენები რეგიონული ენების სტატუსს შეიძენენ, აქედან კი ერთი ნაბიჯია - სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის ავტონომიებად გამოცხადებამდე, იმის გათვალისწინებით, რომ ამ დღეებში საქართველოს პარლამენტი რესპუბლიკური პარტიის და აშშ-ში მისი იდეოლოგიური ტყუპისცალების მიერ შემუშავებულ თვითმმართველობის ახალ კოდექსს მიიღებს, რომლის მიხედვით 12 ქალაქი (რეგიონული ცენტრები) თვითმმართველი ტერიტორიული ერთეულების სტატუსს მიიღებენ ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებით”.

და აი, გუშინ, 2013 წლის 23 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც სამეგრელოში უკვე გაისმა მეგრული ენისთვის - რეგიონული ენის სტატუსის, სამეგრელოსთვის კი ავტონომიის მინიჭების მოთხოვნები, იდენტური თხოვნა სრულიად ლოგიკურად რუსეთის სომხური დიასპორისგანაც შემოვიდა (ვაქვეყნებთ ქვემოთ უცვლელად):

რუსეთის ჯავახკის დიასპორის მიმართვა საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტს

“საქართველოს პრეზიდენტის ამასწინანდელი არჩევნების შემდეგ ქვეყნის მოსახლეობას აფორიაქებს ზოგიერთი მნიშვნელოვანი და ხმამაღალი მოვლენა, რომლებიც მთელი სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებს ეხება. კერძოდ, ევროკავშირთან საქართველოს ასოციაციის შეთანხმების პარაფირება და თვითმმართველობის კოდექსის ახალი პროექტის განხილვა, რომელიც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის ფართო რეფორმირებას ითვალისწინებს.

ბუნებრივია, ეს მოვლენები აღელვებს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადგილობრივ სომეხ მოსახლეობას, მათ შორის ჩვენც, დიასპორას. ამასთან დაკავშირებით მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტს თხოვნით - მიენიჭოს სამცხე-ჯავახეთის მხარეს საქართველოს შემადგენლობაში ეროვნულ-კულტურული ავტონომიის სტატუსი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ერთი მხრივ, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის ზოგიერთი ნორმის და იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რომლებიც საქართველომ ევროსაბჭოსა და გაეროს წინაშე იკისრა, მათ შორის:

ა) ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს ჩარჩო-კონვენციის შესრულების ვალდებულების.

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის შეთანხმების შესრულების ვალდებულების.

მეორე მხრივ, ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ შეთანხმების საბოლოოდ ხელმოწერის, შემდგომში კი ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შემთხვევაში სამცხე-ჯავახეთის მხარის ადგილობრივი ავტოქტონური სომეხი მოსახლეობა შეინარჩუნებს და დაიცავს თავის ეთნიკურ იდენტურობას, რწმენას, კულტურას და ეროვნულ ტრადიციებს.

პატივისცემით,

რუსეთის ჯავახკის დიასპორა

რფ, 2013 წლის 23 დეკემბერი

წყარო: “РГА-Альянс” http://www.rga-alliance.com/

P.S. ათასჯერ მართალი იყო განსვენებული პრემიერი ზურაბ ჟვანია, როდესაც მაღალი ევროპული ტრიბუნიდან ამაყად განაცხადა: “მე ვარ ქართველი, მაშასადამე - ვარ ევროპელი!”. უფრო მეტ ევროპელებს, ვიდრე ჩვენ, ქართველები ვართ, მთელ მსოფლიოში ვერ იპოვით! თავად განსაჯეთ: ე.წ. ახალი ევროპის ქვეყნებმა მხოლოდ ევროკავშირში შესვლის შემდეგ, ამ უკანასკნელის მოთხოვნით გაანადგურეს თავიანთი მსხვილი წარმოებები და სოფლის მეურნეობა, გაჩეხეს ვენახები, ჯართში ჩააბარეს საზღვაო ფლოტი, უფლებები გაუთანაბრეს ჰეტერო- და ჰომოსექსუალებს, მასობრივად დაიწყეს ფულის საშოვნელად ემიგრაცია და გადაშენება, როგორც ერებმა.

ყოველივე ზემოჩამოთვლილი ჩვენ, ევროქართველებმა, წინასწარ უკვე გავაკეთეთ - ევროკავშირში საქართველოს შესვლამდე, რომელიც საეჭვოა, შედგეს...

javaxk-pol-3-qvem