პოლიტიკა
საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსანტებს დღეს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა მსმენელებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ჩაუტარა ლექცია.
ალექსი პეტრიაშვილმა ეროვნულ პროგრამაზე, ნატო-საქართველოს კომისიასა და მის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრი ასევე, შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტს საქართველოში.
ლექციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მსმენელებმა სახელმწიფო მინისტრს კითხვები ევროკავშირთან შესაძლო უვიზო მიმოსვლის დადებით და უარყოფით მხარეებზე, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის შესახებ დაუსვეს.