პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: „საზოგადოებამ აგვირჩია, რათა ქვეყანა წავიყვანოთ წინ და არა იმისთვის, რომ დაკავებული ვიყოთ "ნაცმოძრაობის" გასამართლებით“

1-pol-1-datoსაქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ჩვენ საზოგადოებამ აგვირჩია იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ და არა იმისთვის, რომ ერთი, ორი და სამი წელი ყველანი დაკავებული ვიყოთ "ნაცმოძრაობის" გასამართლებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "არგუმენტებში" განაცხადა.

"ჩვენ საზოგადოებამ აგვირჩია იმისთვის, რომ ქვეყანა წავიყვანოთ წინ, ეკონომიკური საკითხები მოვაგვაროთ, დასაქმების მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, გაორმაგებული სოციალური დახმარება გავასამმაგოთ, ჩვენი წარმოების საექსპორტო პოტენციალი გაიზარდოს, უსაფრთხოება გაიზარდოს, ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შედეგები გავამყაროთ და მალე მოვაწეროთ ევროპასთან იმ შეთანხმებას ხელი, რომელზეც საუკუნეები ოცნებობდა ქართველი ერი, ავაცილოთ ქვეყანას ის საფრთხეები, რომლებიც გვიდგას ოკუპანტი მეზობლის მხრიდან. ამისთვის აგვირჩიეს ჩვენ და არა იმისთვის, რომ ერთი, ორი და სამი წელი ყველანი ვიყოთ დაკავებული "ნაცმოძრაობის" გასამართლებით თუ მათი პროკურორობით. ეს საქმე უნდა ვანდოთ პროკურორებს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.