საზოგადოება
თბილისის 8 საჯარო სკოლის დირექტორები პროტესტის გამოხატვის გამო გაათავისუფლეს

ganatlebis-saministroამის შესახებ საქინფორმისთვის ახლახან გახდა ცნობილი. გუშინ 8 სკოლის მოსწავლეებმა საატესტატო გამოცდების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. ამის გამო

აქციაში მონაწილე სკოლების დირექტორები გუშინ საღამოსვე განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს და რვავე თანამდებობიდან დაითხოვეს.

ხოლო კერძო სკოლების დირექტორებსა და პედაგოგებს განათლების მინისტრი დაემუქრა, თუ მსგავსი ტიპის აქციები გაგრძელდება და მასში მონაწილეობას კერძო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ, ასეთ სკოლებს 12 საათის ვადაში ლიცენზია შეუჩერდებათო. გარდა ამისა, მინისტრმა მკაცრი გაფრთხილება მისცა რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, რათა მათ გააფრთხილონ სკოლების დირექტორები, რომ მსგავსი აქციების შემთხვევაში ისინი თანამდებობებს დატოვებენ. საქინფორმი ამ ინფორმაციის გადამოწმებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეეცადა, მაგრამ მათგან კომენტარი ვერ მიიღო. როგორც პრესამსახურში განგვიცხადეს, დირექტორთა გათავისუფლების მიზეზები მოგვიანებით გახდება ცნობილი.