პოლიტიკა
უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი დანიშნავს ახალ მთავარ პროკურორს, სხვა საკადრო ცვლილება არ იგეგმება

polit-1-mtavსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური შემდეგ შეტყობინებას ავრცელებს:

“ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არაერთი ინფორმაცია მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებაზე. ვაცხადებთ, რომ უახლოეს დღეებში პრემიერ-მინისტრი, კანონმდებლობის თანახმად, დანიშნავს ახალ მთავარ პროკურორს. სხვა საკადრო ცვლილება მთავრობაში დაგეგმილი არ არის.

ჩვენ მზად ვართ, მედიას ოპერატიულად მივაწოდოთ დაზუსტებული ინფორმაცია ნებისმიერ სიახლეზე. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება”.

polit-1-qvem