აქტუალური
თამაზაშვილი - პრემიერ სიძეზე: “სტიქაროსანი იყო... ფიზიკურად ძლიერია, 3-4 კაცს გალახავს”
akt-2-siZeსაქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. „შვილებს გეფიცებით, ხვალ რომ გადააყენოს ირაკლი, მასზე უფრო მეტ კარგს ვილაპარაკებ. თუ არასწორი ნაბიჯებით ივლის ირაკლი, ბიძინა აუცილებლად ჩადგება ოპოზიციაში და შეეცდება, ხელისუფლებაში მოიყვანოს ის ადამიანი, ვინც სწორ გზაზე ივლის, - ამაზე ორი აზრი არ არსებობს”, - ასეთ განცხადებას აკეთებს ჟურნალ „გზასთან“ ინტერვიუში თამაზ თამაზაშვილი. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის თანამდებობა არაფერს წარმოადგენს და მან მისი სიძეც სწორედ ასე აღზარდა. როგორც თამაზაშვილი აცხადებს, ქიზიყელები ერთგულებით გამოირჩევიან. პოლიციის გენერალი პრემიერ სიძეს ახასითებს, როგორც უშიშარ, განათლებულ, თავაზიან, კომუნიკაბელურ ადამიანს. მისივე ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ პრემიერი ადრე სტიქაროსანი იყო, ამასთან, ის ყოფილი კიკ-ბოქსიორია. ეკლესიურია, ადრე სტიქაროსანიც იყო. უშიშარი, განათლებული, ინტელექტის მატარებელი. ირაკლი ქიზიყელია. საერთოდ, ქიზიყელები ერთგულებით გამოირჩევიან. უსაზღვროდ უყვარს თავისი ცოლ-შვილი. ბავშვობიდან სპორტს მისდევს, საფრანგეთის ჩემპიონატზე გამოდიოდა კიკ-ბოქსინგში, ისეთი მომზადებული იყო. ძალიან ძლიერია ფიზიკურად, 3-4 კაცს გალახავს, თუმცა ჩხუბი არ უყვარს..... ახლაც ყოველ დილით ვარჯიშობს. ერთი ოთახი აქვს მოწყობილი სავარჯიშოდ. ეს მისი ცხოვრების წესია. ქართველი კაცია და თუ სტუმარი მოვიდა, 2-3 ჭიქას დალევს. საერთოდ, ჯანმრთელი ცხოვრებით ცხოვრობს“, - აცხადებს თამაზ თამაზაშვილი.