პოლიტიკა
საქართველომ რუსეთისგან ნოტა მიიღო

notaრუსეთმა საქართველოს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დაკავებული პირების გამო სპეციალური ნოტა გაუგზავნა, - იუწყება „ბი-ბი-სის“ რუსული რედაქცია. შესაბამისი განცხადება მასთან საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გააკეთა.

„შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ოფიციალური ნოტა მივიღეთ, რომლითაც რუსეთი ითხოვს ამ პირებზე არსებულ ინფორმაციას მათი იდენტიფიცირებისა და იმის დასადასტურებლად, რომ ისინი ნამდვილად რუსეთის მოქალაქეები არიან“, - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.

მისი ინფორმაციით, ოფიციალური მოსკოვი დაკავებულებთან რუსი დიპლომატების დაშვებასაც ითხოვს. ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ ქართული მხარე რუსეთს დაკავებულთა ყველა უფლების დაცვას ჰპირდება.

მინისტრის მოადგილე არ აკონკრეტებს, თუ როგორია ქართული მხარის მოსაზრება დაკავებულებთან რუსი დიპლომატების დაშვებაზე.

როგორც ცნობილია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 13 პირი დააკავა, რომელთაგან 4 რუსეთის მოქალაქეა.