პუბლიკაციები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში 322 მილიონ 820 ათას 983,62 ლარის და 3 მილიონ 097 ათას 231,00 აშშ დოლარის უძრავ-მოძრავი ქონება მიიღო საჩუქრად!

samart-1-saministromსაქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ სამინისტროებისათვის ნაჩუქარი უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს. კვლევის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან მოწოდებული იქნა ყველა იმ ხელშეკრულების ასლები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს სხვადასხვა კომპანიის მხრიდან სამინისტროსთვის ქონების უსასყიდლოდ გადაცემას.

1700 ფურცელზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ 2008 წლის იანვრიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით (მას შემდეგ საჩუქრად ქონების გადაცემა არ ფიქსირდება) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 322 მილიონ 820 ათას 983,62 ლარის და 3 მილიონ 097 ათას 231,00 აშშ დოლარის უძრავ-მოძრავი ქონება მიიღო საჩუქრად. აქედან 9 მილიონ 249 ათას 034,79 ლარის და 2 მილიონ 736 ათას 331 აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანები გადაეცა.

მჩუქებელ კომპანიებს შორის გვხვდება ცნობილი ბრენდები, კერძოდ, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, „მათე მოტორსი“, „გუდვილი“, „ირაო“, „იბერია ავტო“ და მრავალი სხვა. მათ მიერ ნაჩუქარი ავტომანქანების ღირებულება შეადგენს 3 585 558 ლარს და 2 615 831 აშშ. დოლარს.

მოწოდებული მასალებიდან ასევე ირკვევა რომ სამინისტროს, „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის პერიოდში, გადაეცემოდა მილიონობით ლარის ღირებულების წილები სხვადასხვა კომპანიში, რც რატომღა თარიღების მიხედვითაც კი ემთხვევა ერთმანეთს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოშიც, სექტემბერშიც, ნოემბერშიც და დეკემბერშიც, მაშინ, როდესაც ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა იყო, ქართულ ბიზნესს იმდენად ულხინდა, რომ მთავრობისთვის ავტომანქანებს, წილებს, ცეცხლსასროლ იარაღს და სხვა ქონებას არ იშურებდა.