სამართალი
პარტია „თავისუფალი საქართველო“ სრულად უჭერს მხარს მთავარი პროკურორის პოსტზე კახა კახიშვილის კანდიდატურას

samart-3-genprokurorსაქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. სოციალური ქსელების საშუალებით ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობა 1350-მა ადამიანმა მიიღო, გამოკითხულთა 98% მთავარი პროკურორის კანდიდატურა მხარს კახა კახიშვილს უჭერს.

ბუნებრივია, ხელისუფლება არ არის ვალდებული, სოციალური ქსელებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დანიშნოს თანამდებობის პირები, თუმცა ფაქტია, რომ ეს კვლევა ნათლად გამოხატავს მოსახლეობის განწყობას კახა კახიშვილის კანდიდატურის მიმართ და იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არჩევანს სხვა კანდიდატზე შეაჩერებს, როგორც მინიმუმ, მან საზოგადოებას არგუმენტირებულად უნდა განუმარტოს საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზი.

„თავისუფალი საქართველო“ სრულად უჭერს მხარს მთავარი პროკურორის პოსტზე კახა კახიშვილის კანდიდატურას. გარდა მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერისა, არავისში იწვევს ეჭვს მისი პროფესიონალიზმი და უმწიკვლო წარსული. რაც ყველაზე მთავარია, ეს კანდიდატი სრულიად თავისუფალია ყოველგვარი პარტიული თუ პოლიტიკური ინტერესებისგან. ამდენად, თუ ხელისუფლებას რეალურად სურს პროკურატურის გათავისუფლება პოლიტიკური პროცესებისგან, თვეების მანძილზე თაროზე შემოდებული საქმეების შესწავლა და გახსნა, ამ შემთხვევაში კახა კახიშვილის კანდიდატურას ალტერნატივა არ აქვს.