უცხოეთი
გფბ რუსეთში აგენტებს გზავნის

FBI-ucx-3საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. ამერიკის სპეცსამსახურები სოჭში ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებენ.

გფბ-ს დირექტორმა ჯეიმს კომიმ განაცხადა, რომ რუსეთისა და ამერიკის სპეცსამსახურების ხელმძღვანელობებს შორის თანამშრომლობის დონე ოლიმპიური თამაშების მოახლოების პარალელურად ამაღლდა. თუმცა, მისივე თქმით, არსებობს ტერორიზმთან დაკავშირებული თვალსაჩინო პრობლემები.

კომის განცხადებით, გფბ მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თუმცაღა მთელ პასუხისმგებლობას მაინც რუსულ მხარეს აკისრებს.

ორ ათეულამდე თანამშრომელი მოსკოვში ჩავა, ხოლო კიდევ ერთი ამდენი სოჭისკენ გაეშურება, სადაც ოლიმპიური თამაშები თვეზე ნაკლებ ხანში გაიხსნება.