საზოგადოება
სამოქალაქო სექტორი პრემიერ ღარიბაშვილს ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიის დასასრულებლად ჯარიმების შემოღების წინადადებით მიმართავს

garibashvili-irakli1-saz-1საქართველო, 14 იანვარი, საქინფორმი. სამოქალაქო სექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ  ირაკლი ღარიბაშვილს ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის დასრულებისთვის მიმართავს განცხადებით, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ.

“არასამთავრობო ორგანიზაციები უფლებადამცველთა გაერთიანება’’, კოალიცია მოქალაქე’’, კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის’’, საქართველოს დონორთა ასოციაცია ზიარი’’, დამოუკიდებელ იურისტთა კლუბი’’, ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია’’, ახალგაზრდა უფლებადამცველთა გაერთიანება’’, უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია’’, სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი’’, 21 საუკუნე საქართველოს მომავალი’’, ეკოტეკი’’ და საერთაშორისო იდეოლოგიური ფორუმი’’   მივმართავთ საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს - დაავალოს შესაბამის სამინისტროს მოამზადოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების  პაკეტი, რომლის თანახმადაც  რელიგიური სიწმინდეების, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ საჯაროდ სიძულვილის გამოხატვა, დამამცირებელი ქმედება, რელიგიური შუღლისა და სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან მოწოდება ამგვარი ქმედებისკენ, რელიგიური შენობებისა და სხვა  სიწმინდეების წაბილწვა, მაზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან მათი  დაზიანება გამოწვევს პირის დაჯარიმებას, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

ამით საბოლოოდ წერტილი დაესმება   გაუთავებელ შეურაცხმყოფელ და აღვირახსნილ კამპანიას ეკლესიის წინააღმდეგ და რაც მთავარია, კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით დაცული იქნება  საქართველოს ეკლესის, სასულიერო პირების და მილიონობით მართლმადიდებლის გრძნობები, ასევე სხვა რელიგიები, მათი მსახურნი და მორწმუნენი”, - აღნიშნულია განცხადებაში.